Accentnews.ge
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, სტუდენტთა სწავლის საფასური გრანტის ფარგლებში განსაზღვრონ

სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, სტუდენტთა სწავლის საფასური გრანტის ფარგლებში განსაზღვრონ

30/11/2021 06:23:50 საზოგადოება

2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე წარადგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის მიზეზია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S