
30 ნოემბერს სუს–თან აქცია გამართება
29/11/2021 17:52:16 საზოგადოება
30 ნოემბერს, 15:00-ზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია გამართება.
"ქართული ოცნება" ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.
ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები: "სირცხვილია", "დროა", "ლელო საქართველოსთვის", Foxes/მელიები, "შეცვალე".