Accentnews.ge
სტიქია სტამბოლში, არის მსხვერპლი

სტიქია სტამბოლში, არის მსხვერპლი

29/11/2021 16:48:58 მსოფლიო

სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.

წაქცეულია ხეები და ათეულობით შენობას სახურავი აქვს ახდილი.

ქარიშხლის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, ამავე მიზეზით სტამბოლის აეროპორტში რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლეს.

სტიქიის დროს ქარის სიჩქარე სტამბოლში 129 კმ/სთ-ს აღწევდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S