Accentnews.ge
თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შუამავლობას სთავაზობს

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შუამავლობას სთავაზობს

29/11/2021 13:38:59 მსოფლიო

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შუამავლობას სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, "რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე თურქეთს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულება შეუძლია".

„იმედი გვაქვს, რომ ეს რეგიონი არ იქცევა იმ რეგიონად, სადაც ომი დომინირებს. დაე, ამ რეგიონმა მომავალში შეაბიჯოს, როგორც რეგიონმა, სადაც მშვიდობა დომინირებს. ჩვენი სურვილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს. შეიძლება, შუამავლის როლი შევასრულოთ, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს მხარეებთან“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ინფორმაციის კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ლიდერების შეხვერის შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას არ გამორიცხავს. მოსკოვმა იერიში შეიძლება, დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან, – აცხადებენ Bloomberg-ს წყაროები. ვარაუდობენ, რომ იერიშში მონაწილეობას მიიღებს 100 ჯგუფი, საერთო ჯამში 100 000–მდე ჯარისკაცი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის შესახებ ოფიციალური კიევიც აცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ინტერვენცია შეიძლება, 2022 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყოს.

ინტერვენციის საფრთხის გარდა, დასავლეთის მედიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი შეიძლება, შეეცადოს, ქვეყანაში დათესოს ქაოსი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის ხელმძღვანელობის პრორუსულით შეცვლა მოჰყვეს.

კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“. ამასთან რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს "დონბასში ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან ფაქტობრივ გასვლაში" და ქვეყანაში ნატო–ს სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებას უწოდებს „წითელ ხაზს“, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S