ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს
29/11/2021 13:02:06 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0867 ლარი ეღირება, ევრო – 3.4849 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1204 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0967 ლარი ღირდა, ევრო – 3.4931 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1233 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ნოემბერს ამოქმედდება.


