Accentnews.ge
ეკატერინე ტიკარაძე: “ჰოსპიტალიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“

ეკატერინე ტიკარაძე: “ჰოსპიტალიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“

29/11/2021 12:57:18 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში აცრების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ამიტომაც ქვეყანაში ჰოსპიტალოზაციის მაღალი მაჩვენებელია.

„საქართველოში 60 წელს ზემოთ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალია, დაახლოებით 30%-მდე. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც აისახება უკვე ჩვენი მოქალაქეების ლეტალობის მაჩვენებელზე. დაბალი მაჩვენებელი უფრო სარისკოა. ქვეყნები, სადაც აცრილი მოქალაქეების 50%-მდეა, ისეთივე გამოწვევის წინაშე დგანან, როგორც საქართველო. ამ ეტაპზე საწოლფონდის მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არის. უკვე ორი წელია, ჩვენი ექიმები გმირულად იბრძვიან და რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შედეგადაც ჩვენ შემდეგ საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც მიგვაჩნია გაცილებით მეტად გონივრულად, რათა მოხდეს ინფექციის მაქსიმალური კონტროლი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, საკითხზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა არსებული ვაქცინენი ეფექტური ახალი შტამის მიმართ.

„ვაქცინის ეფქეტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ის პირები, ვინც დაინფცირდნენ ახალი შტამით, არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. აქედან შეიძლება ირიბი დასკვნა გავაკეთოთ. აღინიშნება, რომ შტამი მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ორი მოსაზრება. იმ ქვეყნებში ხანდაზმულების 90% არინ აცრილები. შესაბამისად, შესაძლოა, ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. შესაბამისად, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებაც შეაფასა:

„მიმაჩნია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები მოწოდებასთან დაკავშირებით და ეს კომპეტენტური ორგანოები არიან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ ვაკეთებთ მოწოდებებს. რაც შეეხება საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული, ვინაიდან ისინი ამას რომ არ ზღუდავენ, ეს უკვე არის ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში, შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდნენ“.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S