Accentnews.ge
სტოლტენბერგი ლატვიაში ნატო–ს მიერ განთავსებულ საბრძოლო ბატალიონს მოინახულებს

სტოლტენბერგი ლატვიაში ნატო–ს მიერ განთავსებულ საბრძოლო ბატალიონს მოინახულებს

29/11/2021 12:11:46 მსოფლიო

დღეს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ლატვიაში ალიანსის მიერ განთავსებულ ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფს მოინახულებს.

"ლატვიაში განთავსებული მრავალეროვნული ბატალიონი ბოლო პერიოდში ნატო–ს მიერ ბალტიის რეგიონში ძალების მნიშვნელოვანი ზრდის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, ნატო–მ ბალტიის რეგიონის თავზე საჰაერო პატრულირება გააძლიერა. ასე რომ, ამ რეგიონში ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ახლა უფრო მეტი ნატო არის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთის მხრიდან პოტენციური აგრესიის გამო 2017 წელს ნატო–მ 4 მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

შეგახსენებთ, რომ ხვალ რიგაში ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალის ერთ–ერთი მთავარი თემა უკრაინისა და ბელარუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S