Accentnews.ge
სტალინის შვილიშვილის შვილი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს დიდი ბაბუის ნეშტის ექსჰუმაციაში

სტალინის შვილიშვილის შვილი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს დიდი ბაბუის ნეშტის ექსჰუმაციაში

29/11/2021 10:20:51 საზოგადოება

სტალინის შვილიშვილის შვილი სელიმ ბენსაადი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს დიდი ბაბუის ნეშტის ექსჰუმაციაში.

ბენსაადმა განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქს მიმართა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მისი დიდი ბაბუა მორწმუნე ადამიანი იყო. ბენსაადი ითხოვს, მოხდეს სტალინის ნეშტის ექსჰუმაცია, რათა შემოწმდეს ჰიპოთეზა მისი მოწამვლის შესახებ.

ამასთან, მისი თქმით, სტალინს სურდა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ყოფილიყო დაკრძალული თავისი მეორე მეუღლის ნადეჟდა ალილუევას გვერდით.

გარდა ამისა, ბენსაადმა გამოთქვა სურვილი, ხატი, რომელიც, მისი თქმით, სტალინს ეკუთვნოდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ან შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ტაძარს გადასცეს.

ბენსაადის ბაბუა სტალინის უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი იყო. იაკობის ქალიშვილი გალინა ცოლად გაჰყვა ალჟირის მოქალაქეს ჰოსინ ბენსაადს. სელიმი მათი ვაჟია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S