
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებამ აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლა
29/11/2021 08:05:02 საზოგადოება
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებამ სასამართლოს შესასვლელიდან აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლა, სადაც მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.
ოპოზიციონერი გიგი უგულავა მომხდარში შსს–ს წარმომადგენლებს, საკუთრივ გოგა მემანიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ მათმა ქმედებამ უბიძგათ მომიტინგეებს გზის გადაკეტვისკენ.
„თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხალხი გადმოვიდა. ჯაჭვი იქნება მანამ, ვიდრე პოლიცია არ მიხვდება, რომ ასე ველურად არ უნდა მოიქცეს“,– მიმართა შსს–ს წარმომადგენელს გიგი უგულავამ.
ადგილზე სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტილია, გრძელდება შეხლა–შემოხლა.