Accentnews.ge
სასამართლოსთან დაპირისპირებისას მომიტინგემ გონება დაკარგა

სასამართლოსთან დაპირისპირებისას მომიტინგემ გონება დაკარგა

29/11/2021 07:47:31 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის გინება დაკარგა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მედიკოსებთან თავად აქციის მონაწილეებმა მიიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას პირველადი დახმარება ქუჩაში აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ახალგაზრდა კაცი კონტაქტურია.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს „წიწაკის სპრეი“, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაუფრთხილებლად და მოულოდნელად. შედეგად რამდენიმე მომიტინგე თვალის არეში დაზიანების შესახებ იუწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავადაც ესწრება. სხდომის პარალელურად მიმდინარეობს აქცია, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S