Accentnews.ge
"თანამედროვე "აბრეშუმის გზის" აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რომლის ნათელი მაგალითი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზია"

"თანამედროვე "აბრეშუმის გზის" აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რომლის ნათელი მაგალითი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზია"

29/11/2021 06:45:26 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მტკიცედ განაგრძობს. ამის შესახებ მან თურქმენეთში „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

"რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანამედროვე "აბრეშუმის გზის" აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა ურყევად გრძელდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის ინიციატივა (კასპიის ზღვის გავლით) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევის ყველაზე ნათელი მაგალითია. გარდა ამისა, აშკარაა ზენგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის პირდაპირ საგზაო კავშირს დაამყარებს", – განაცხადა ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S