Accentnews.ge
ტყიბულში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ტყიბულში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

29/11/2021 06:17:22 საზოგადოება

ტყიბულში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ვიტალი ტურძელაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

27 ნოემბერს, ტყიბულში, კარიერის გამაგრებითი სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, მაშველებმა მიწის მასიდან ამოიყვანეს. ქუთაისის ჰისპიტალში გადაყვანილ ვიტალი ტურძელაძეს გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

რამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, ჯერჯერობით უცნობია. საქმეს შსს იძიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S