Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

28/11/2021 07:17:38 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი.

დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 951 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 772 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 179 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა,
  • აჭარა - 116,
  • იმერეთი - 617,
  • ქვემო ქართლი - 202,
  • შიდა ქართლი - 254,
  • გურია - 100,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302,
  • კახეთი - 178,
  • მცხეთა-მთიანეთი - 64,
  • სამცხე-ჯავახეთი - 142,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 176 საიდანაც:

6 533 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 588, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 419.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

1 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 720 - თბილისში, 247 - აჭარაში.

39 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 112 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S