
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
27/11/2021 07:08:34 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 058 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 2 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით..
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა,
- აჭარა - 164,
- იმერეთი - 766,
- ქვემო ქართლი - 225,
- შიდა ქართლი - 354,
- გურია - 137,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333,
- კახეთი - 257,
- მცხეთა-მთიანეთი - 105,
- სამცხე-ჯავახეთი - 139,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 601, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 394. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 255 - აჭარაში. 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 56 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.