
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
27/11/2021 06:49:49 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 058 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 2 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.