
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში გამოცხადებული ევაკუაციის თაობაზე განმარტებას აკეთებს
26/11/2021 19:19:17 საზოგადოება
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს შემქნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის.
„ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, დაზიანდა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი ტრანსფორმატორი, რამაც გამოიწვია გალერია თბილისის მაღაზიებში ელექტროენერგიის შეწვეტა. ამ მიზეზით შენობაში ჩაირთო განგაშის სიგნალი, თუმცა, რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ტექნიკური სამსახური დარწმუნდა, რომ შენობაში ყოფნა იყო უსაფრთხო, მომხმარებლები დაბრუნდნენ შენობაში.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად.
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო. მასშტაბური შეთავაზებები დაიგეგმა კონკრეტულად ამ დღისთვის და ძალიან ვწუხვართ რომ, ტექნიკური პრობლემის გამო, მომხმარებლების ნაწილმა ვერ შეძელით შავი პარასკევის ფასდაკლებებით სრულყოფილად სარგებლობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ საგანგაშო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც შენობიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.