Accentnews.ge
აშშ-ის ნაღმოსანი ესკადრონი შავ ზღვაში შევიდა

აშშ-ის ნაღმოსანი ესკადრონი შავ ზღვაში შევიდა

26/11/2021 14:33:31 მსოფლიო

აშშ-ის მრავალფუნქციური საესკადრო ნაღმოსანი „არლი ბერკი“ (USS Arleigh Burke) შავ ზღვაში შევიდა.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის პრესსამსახურის ცნობით, ნაღმოსანი ნატო–ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად იმოქმედებს „საერთაშორისო საზღვაო მარშრუტისათვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონში“ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო–ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის სამხედრო გემი „არლი ბერკი“ წარმოადგენს მსოფლიო ზღვებში უსაფრთხოებისა და თავისუფლებისადმი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთგულების ამაყ სიმბოლოს წარმოადგენს“, - განაცხადა ნაღმოსნის მეთაურმა პატრიკ ჩეპმენმა.

ნაღმოსანი ესკადრონი „არლი ბერკი“ AEGIS-ის სისტემის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ფლაგმანი გემია, რომელსაც არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, არამედ 2000-2001 წლებში ხმელთაშუა და წითელი ზღვებში, ასევე სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში აქვს მიღებული მონაწილეობა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნატო–ს სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით ძალთა ბალანსი შეცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S