Accentnews.ge
ზელენსკი: „დასავლელ ლიდერებს სურთ, მათთან ერთად დავიწყოთ საუბარი რუსეთთან“

ზელენსკი: „დასავლელ ლიდერებს სურთ, მათთან ერთად დავიწყოთ საუბარი რუსეთთან“

26/11/2021 12:48:48 მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერებს სურთ, რომ უკრაინამ რუსეთთან საუბარი დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს უახლოეს პერიოდში ექნება კონტაქტი რუსეთის ფედერაციასთან.

„მე ყოველდღიურად ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერს. გუშინ იყვნენ შარლ მიშელი და ანგელა მერკელი. მათ ძალიან სურთ, რომ ჩვენ მათთან ერთად დავიწყოთ საუბარი რუსეთის ფედერაციასთან. მათ სურთ, ჩვენი ადმინისტრაციისა და რუსეთის ადმინისტრაციის კონტაქტი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ერმაკს ექნება მათთან კონტაქტი. ჩვენ სავსებით არ ვართ წინააღმდეგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S