კუზბასის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა
26/11/2021 12:34:01 მსოფლიო
რუსეთში, კუზბასის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 46 მაღაროელია, 6 - მაშველი.
ავარიის მეორე დღეს მაღაროში ერთი ადამიანი ცოცხალი იპოვეს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის 51 წლის ალექსანდრ ზაკოვრიაშინია – მაშველთა ოცეულის მეთაურის მოადგილე.
25 ნოემბრის დილით კუზბასში მდებარე „ლისტვიაჟნაიას“ მაღაროში მოხდა აფეთქება, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. აფეთქების მომენტში მიწის ქვეშ 285 მაღაროელი იმყოფებოდა. მათი ნაწილის ევაკუირება მოხერხდა. მაღაროელთა დაღუპვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია მაღაროს მთელი ხელმძღვანელობა.
კუზბასში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.


