Accentnews.ge
"უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება"

"უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება"

26/11/2021 12:04:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ჩართულობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი და პროცესში ოლიგარქ რინატ ახმეტოვის გარემოცვაა ჩართული.

"მიმაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ახმეტოვს ითრევენ. ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან ეს არის ომი შენი ქვეყნის, მოსახლეობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ხალხმა აირჩია", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე და ოლიგარქი პრეზიდენტის რეზიდენციაში სასაუბროდ მიიწვია.

ამასთან, მან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მობილიზებას გამოეხმაურა:

"მგონია, რომ ასეთი ალბათობა [რუსეთის მხრიდან თავდასხმის– რედ.] არსებობს, თუნდაც ყოველ დღე, მაგრამ მგონია, რომ ახლა, ბევრი მედია პლატფორმის მხრიდან გაზვიადება ხდება, თითქოს ხვალ ომი იქნება. უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს და სრულად ვართ მზაად ნებისმიერი ესკალაციისთვის".

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S