Accentnews.ge
ისრაელი, იტალია, გერმანია, ბრიტანეთი და ჩეხეთი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას ზღუდავენ

ისრაელი, იტალია, გერმანია, ბრიტანეთი და ჩეხეთი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას ზღუდავენ

26/11/2021 10:14:34 მსოფლიო

ისრაელი, იტალია, გერმანია, ბრიტანეთი და ჩეხეთი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას ზღუდავენ.

კერძოდ, ხსენებულმა ქვეყნებმა თანამოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ესვატინში შესვლა აუკრძალეს. ამასთან, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის ამ ქვეყნებიდან ისრაელში, იტალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჩეხეთში შესვლა აიკრძალა.

სამხრეთ აფრიკის რეგიონის ხსენებული ქვეყნებიდან ისრაელში, იტალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჩეხეთში დაბრუნებულ თანამოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის: ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამით (B.1.1.529 ) ინფიცირების შემთხვევის გამოვლენის შესახებ იუწყება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 32 მუტაციის მქონე ახალი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ისრაელშიც დაფიქსირდა.

მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარინტი შესაძლოა, უფრო მეტად გავრცელებადი იყოს და უკვე არსებულმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებმა შესაძლოა, მის წინააღმდეგ ეფექტურად აღარ იმუშაოს. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S