
ექიმი - სააკაშვილზე: "მკურნალობა აუცილებელია, თუ შეწყვეტს, რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება"
26/11/2021 09:07:00 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, მისი რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტისთვის მედიკამენტების მიღება აუცილებელია.
"მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად არ იკვებება, ამას სჭირდება დრო, რომ გადავიდეს საკვების იმ რაოდენობაზე, რაც მისი ორგანიზმისთვისაა საჭირო, ამიტომ მედიკამენტების მიღება არის აუცილებელი. თუ ის შეწყვეტს მედიკამენტების მიღებას, რა თქმა უნდა, გაუარესდება რეაბილიტაციის პროცესი და შეიძლება, თავიდან დაიწყოს ის ცვლილებები, რაც მას კვების შეწყვეტის დაწყების წინ ჰქონდა", - განაცხადა გრიგოლიამ.
ბოლო რამდენიმე დღეა პარლამენტის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვერ ახერხებენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს.