
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
25/11/2021 06:44:43 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4331 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4804 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ საქართველოში 52 987 ტესტი ჩატარდა.