სლოვაკეთში ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა
25/11/2021 05:59:54 მსოფლიო
სლოვაკეთის მთავრობამ კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად ქვეყანაში ორკვირიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.
შეზღუდვების ფარგლებში, რესტორნები დაიხურება, ღია დარჩება მხოლოდ ის მაღაზიები, სადაც პირველადი საჭიროების პროდუქცია იყიდება. მოქალაქეებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საყიდლებზე, სამსახურში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ბუნებაში სასეირნოდ წასვლის შემთხვევაში ექნებათ.
23 ნოემბერს ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებზე მოდის.
სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ–საწინააღდეგო აცრით მოსახლეობის 50%–ის სრულად ვაქცინირებული.


