
ახლად გარემონტებულ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
24/11/2021 20:15:55 საზოგადოება
მარტვილის რაიონის სოფელ ჭყონში, ლედგებეს უბანში მდებარე სკოლის საკლასო ოთახის ჭერი ჩამოინგრა.
სკოლა ერთი თვის გარემონტებული იყო.
ინციდენტი სასწავლო პროცესისას მოხდა.
"პირველი რღვევა როგორც ნახეს ბავშვებმა, ოთახიდან გამოვიდნენ. არავინ დაშავებულა. ფაქტთან დაკავშრებთ მივიღე ზომები, დაუკავშირდი ზედამხედველობის სამსახურს, კომპანიას. ხვალ ჩამოვლენ. რა მოხდა, არ ვიცი, თავად გაარკვევენ. მე ჩავიბარე სკოლა, მომცეს შესვლის უფლება და ვაგრძელებდი სასწავლო პროცესს",– განაცხადა სკოლის დირექტორმა.