
"სააკაშვილი გლდანის ციხეში მხოლოდ 19 ნოემბერს ვნახეთ და მისი სასწრაფოდ გადაყვანა მოვითხოვეთ"
24/11/2021 10:50:41 პოლიტიკა, საზოგადოება
სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მხოლოდ 19 ნოემბერს ნახეს და მისი “სასწრაფოდ გადაყვანა” მოითხოვეს. ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტალტან ჟურნალისტებთან საუბრისას განცახადა:
“ვინც ვართ პირველი კონსილიუმი, მე-12 დაწესებულებაში პირველი დღიდან ვმართავდით პაციენტს. იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში და მისი მდგომარეობას ვაფასებდი. როცა გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში [გლდანის ციხის საავადმყოფო], პაციენტმა გამოაცხადა როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ზუსტად ისე ანალიზებზე. მე ვერ შევაფასებ პაციენტს, თუ არ ვნახულობ მის კლინიკას და არ მიჭირავს ხელში მისი ანალიზები. ჩვენ ვნახეთ პაციენტი მარტო იმ დღეს, როცა აქ გადმოგვყავდა. დილიდან ვიყავით მისული იქ [მე-18 დაწესებულებაში] და შუადღეს ვთქვით, რომ სასწრაფოდ უნდა გადმოვიდეთ საავადმყოფოში. იმის შემდეგ შაბათიდან ყოველ დღე აქ ვარ”, — განაცხადა ელენე გიორგაძემ.