Accentnews.ge
"პირბადე რომ ვატაროთ, იანვრამდე დაახლოებით, 200-300 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ"

"პირბადე რომ ვატაროთ, იანვრამდე დაახლოებით, 200-300 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ"

24/11/2021 10:44:17 საზოგადოება

"უნდა ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ", ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამჯამად ქვეყანაში პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

"უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველას, ვინც აღსრულებაზე არის პასუხისმგებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95%–მა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება, ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S