Accentnews.ge
ექიმი - სააკაშვილზე: "გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით, 5 წუთი შეძლო სიარული"

ექიმი - სააკაშვილზე: "გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით, 5 წუთი შეძლო სიარული"

24/11/2021 10:41:13 პოლიტიკა, საზოგადოება

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას გამოსაჯანმრთელებლად დრო დასჭირდება.

როგორც ექიმი ამბობს, პრეზიდენტს გადაადგილების პირველი მცდელობა გუშინ დილით ჰქონდა, გაუჭირდა, თუმცა საღამოს დაახლოებით, 5 წუთის განმვალობაში უკვე შეძლო სიარული:

"ჩვენ მივყვებით პროგრამას ყოველ დღე. ამის საშუალებას მისი ორგანიზმი გვაძლევს, ყველაფერი მიდის გეგმიურად. ნელ-ნელა უკეთესად ხდება ყველაფერი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ყოველდღიურად ამიტომ მოვდივართ, მახვედრებენ ანალიზებს და ვაფასებთ. გუშინ ადინამიის შემდეგ პირველი მცდელობა ჰქონდა, დილით გაიარა დერეფანში, გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმვალობაში შეძლო სიარული[..] გუშინ ვინც გამოვიდა, ყველამ დაადასტურა ერთი და იგივე, რომ დინამიკა არის დადებითი ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება, დრო გვჭირდება", - აცხადებს ელენე გიორგაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S