
"ეპიდემიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება"
24/11/2021 10:21:45 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაციის ნიშნებია, თუმცა სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება.
„ეპიდემიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3 000-ზე მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული პერიოდის იმავე მაჩვენებლებთან შედარებით. გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 64 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 098 პირი.