Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

24/11/2021 07:01:52 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 64 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3201 შემთხვევა, დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 4098 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა,
  • აჭარა - 141,
  • იმერეთი - 536,
  • ქვემო ქართლი - 187,
  • შიდა ქართლი - 244,
  • გურია - 111,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263,
  • კახეთი - 155,
  • მცხეთა-მთიანეთი - 60,
  • სამცხე-ჯავახეთი - 93,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 592, აჭარაში - 525, იმერეთში - 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 44, იმერეთში - 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 212 - აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S