Accentnews.ge
ბიზნესმენ ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს

ბიზნესმენ ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს

24/11/2021 06:17:57 საზოგადოება

ყაზბეგში, მწვერვალ „დედაენაზე“ გარდაცვლილი ბიზნესმენ ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს.

იგი ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, კოკაიას ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურში უბედური შემთხვევის შესახებ სწორედ ბიზნესმენის მეგობარმა დარეკა. კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან მაშველებმა ჩამოასვენეს.

მას დალაშქრული ჰქონდა, მათ შორის – უშბა, მყინვარწვერი, მონბლანი, ჰიმალაის მთები. მან 10 ოქტომბერს საქართველოს დროშა აფრიკის უმაღლეს მწვერვალ კილიმანჯაროზე (5895 მ) აღმართა.

ილია კოკაია ფლობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და სასტუმროების ქსელს გუდაურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S