Accentnews.ge
შეზღუდვა, რომლის მოხსნაც პრემიერ–მინისტრს სურს

შეზღუდვა, რომლის მოხსნაც პრემიერ–მინისტრს სურს

23/11/2021 20:59:52 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სურს რესტორნებთან და კვების ობიექტებთან დაკავშირებით სადღეისოდ მოქმედი შეზღუდვა მოხსნას.

"როცა ვუსმენთ მეცნიერებს და ექიმებს კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთი ძირითადი წყარო არის რესტორანი – კვების ობიექტები. სწორედ ამ მიზნით მთელ მსოფლიოში შემოღებულია კოვიდ–პასპორტები. [...] რესტორნებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ ჩვენი მთავრობისგან. კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, მათ შორის მსურს, საათობრივი შეზღუდვა მოვხსნა. დღეს რესტორნები 23:00 საათამდე მუშაობენ. რესტორანს არ ვხურავთ და არც დავხურავთ. ბიზნესი მე არ გამიჩერებია, პირიქით, მე გავხსენი ბიზნესი და მივიღე რისკიანი გადაწყვეტილებები. ჩემი გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა, ნახეთ რა შედეგია – დღეს გვაქვს ეკონომიკის 11%–იანი ზრდა. ეს არის ჩემი და ჩემი მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგი", – განაცხადა პრემიერმა "პირველი არხის" ეთერში.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქრათველოში იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ნებაყოფილობითი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S