Accentnews.ge
"საკმაოდ გამოხატული სისუსტე აქვს, მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით"

"საკმაოდ გამოხატული სისუსტე აქვს, მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით"

23/11/2021 17:26:58 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის თავს სუსტად გრძნობს. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემას, ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მას შესვლისას პრობლემა არ შექმნია და მიხეილ სააკაშვილთან მალევე შევიდა.

"ჯერ კიდევ სისუსტე არის და საკმაოდ გამოხატული. მკურნალობა მიდის გეგმის მიხედვით, ვნახოთ როგორ იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. სუსტად არის, როგორც მოგახსენეს, ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს მართლა ხომ ვერ ითამაშებს ადამიანი?!. მე არ მქონია არაფერი შეფერხება, მაგრამ სახალხო დამცველი, ნამდვილად 2 საათი ელოდებოდა. პროგნოზის გაკეთება ამ დროს არ არის კარგი, მე ვერ დავდებ თავს და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად. ხანგრძლივი პროცესია, ეს 4 -5 დღეში არ დამთავრდება", - განაცხადა ყიფშიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S