Accentnews.ge
პუტინი, ალიევი და ფაშინიანი 26 ნოემბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი 26 ნოემბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ

23/11/2021 14:11:30 მსოფლიო

26 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას გამართავენ.

კრემლის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი შეხვედრის გარდა, პუტინი ალიევთან და ფაშინიანთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს.

"დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხს", – აცხადებენ კრემლის პრეს–სამსახურში.

სოჭში შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S