Accentnews.ge
თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

23/11/2021 13:45:37 პოლიტიკა, საზოგადოება

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი "ვარდების რევოლუციიდან" მე–18 წლისთავზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ხელში, სიმბოლურად, ვარდები უჭირავთ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “საქართველო”, “მიშა", "თავისუფლება მიშას".

დემონსტრანტების თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, რაც 23 ნოემბერს იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის და მისი ხელისუფლების გადადგომით და ხელახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S