ჯანმო: "ევროპას წინ რთული ზამთარი ელის"
23/11/2021 13:17:50 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, "ევროპას წინ რთული ზამთარი ელის". თუმცა როგორც ჯანმო–ში აღნიშნავენ, საერთო ძალისხმევით ეპიდვითარების დასტაბილურება შესაძლებელია.
"რეგიონი ჯერ კიდევ პანდემიის ძლიერ მარწუხებში იმყოფება. დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია. იმისათვის, რომ ამ ვირუსთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე კოვიდ–რეგულაციების დაცვას. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის სისტემებს, ინდივიდუალურ პირებს შეგვიძლია, გადამწყვეტი ზომების მიღება ვითარების დასტაბილურებისთვის", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.
როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მარტამდე შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს.


