
ექიმი ნინო შარაშენიძე: "სააკაშვილი ფიზიკურად გაცილებით აქტიურია"
23/11/2021 12:28:33 პოლიტიკა, საზოგადოება
სამთავრობო კონსილიუმის წევრის, ექიმ ნინო შარაშენიძის თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წინა დღეებთან შედარებით, თავს უფრო მხნედ გრძნობს. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია:
"თავს გრძნობს უფრო მხნედ, უფრო აქტიურია. საკვებსაც იღებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს".
ექიმის თქმით, დღეს სააკაშვილმა შიმშილობის შემდეგ პირველად სცადა გავლა:
"ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება, ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა".