
დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, როდემდე იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო
23/11/2021 07:59:03 საზოგადოება
ექვსი თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, 1 დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე შეისყიდა კერძო სექტორმა.