Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

23/11/2021 07:09:40 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 62 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4428 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა,
  • აჭარა - 202,
  • იმერეთი - 997,
  • ქვემო ქართლი - 330,
  • შიდა ქართლი - 497,
  • გურია - 122,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427,
  • კახეთი - 358,
  • მცხეთა-მთიანეთი - 139,
  • სამცხე-ჯავახეთი - 152,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 618, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 698 პირი, მათ შორის, თბილისში - 673, აჭარაში - 128, იმერეთში - 506. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 36. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 713 - თბილისში, 212 - აჭარაში. 40 193 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S