აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართულ ორ გემს და რუსეთთან დაკავშირებულ ერთ კომპანიას სანქციებს უწესებს
23/11/2021 06:10:39 მსოფლიო
აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართულ ორ გემს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია „ტრანსადრიას“ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ამის შესახებ შერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
შესაბამისი ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს უკვე წარუდგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ადმინისტრაცია კვლავ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს, მათ შორის – ჩვენი სანქციებით, ჩვენ განვაგრძობთ გერმანიასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა შევამციროთ ის რისკები, რომელთაც ეს გაზსადენი ქმნის უკრაინისთვის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის ფრონტისპირა ქვეყნებისთვის, და ვუპასუხოთ რუსეთის დამაზიანებელ ქმედებებს, მათ შორის – ენერგეტიკის სფეროში“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.


