Accentnews.ge
"ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოს პირობებშიც კი მოქალაქე სოცდახმარებაზე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს"

"ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოს პირობებშიც კი მოქალაქე სოცდახმარებაზე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს"

22/11/2021 19:06:50 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოს პირობებშიც კი მოქალაქე სოცდახმარებაზე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

"რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება. ამ ორი წლის განმავლობაში 3400-მა ადამიანმა მინიმუმ 10-ჯერ მეტი დოვლათი შექმნა, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა მათში. ერთი ათთან კოეფიციენტის ხარჯეფექტურია ხანგრძლივ პერსპექტივაში. როგორ უნდა დაასაქმოს: არა ნეპოტიზმით, ნაცნობ-მეგობრობით და საჯარო სექტორით. 2014 წელს დაიწყო პირველი ნაბიჯები - დასაქმების ფორუმები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა შესწავლა მოთხოვნადი პროფესიების და განათლების სამინისტრომ გააკეთა გადამზადების კურსები, რომლითაც უფასოდ გადამზადდებოდნენ ეს ადამიანები. ანუ, მოთხოვნადი პროფესიები წინასწარ განვუსაზღვრეთ და მივეცით ამის შესაძლებლობები - ეს იგულისხმება აქტიურ დასაქმებაში“, - განაცხადა სერგეენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S