
"ლიტერას" ჩაშლის შემდეგ კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო“ დააფუძნა
22/11/2021 11:11:29 საზოგადოება
"ლიტერას" ჩაშლის შემდეგ კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო“ დააფუძნა. კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, იდეის ავტორი "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ქეთი დუმბაძეა.
"სამინისტრომ მისი ეს ინიციატივა გაიზიარა და ამიერიდან საქართველოში ახალი, ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება". - თქვა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
კონკურში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1) წლის საუკეთესო რომანი;
2) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
3) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
4) წლის საუკეთესო პიესა.
ბრიფინგზე, სადაც კულტურის მინისტრმა ახალი კონკურსი წარადგინა, "მთავარი არხის" და "ტვ პირველის" ჟურნალისტები არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ "ლიტერა" მწერლების პროტესტის გამო ჩაიშალა. მიზეზი ის გახდა, რომ კონკურსის ჟიურის სამინისტროს მიერ შერჩეული წევრი იოსებ ჭუმბურიძე დაემატა.