
NYT: 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
22/11/2021 10:57:43 საზოგადოება
The New York Times ბოლო 7 დღის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
საქართველოს შემდეგ ბულგარეთი მოსდევს, სადაც საშუალო სიკვდილიანობა დღეს 128,7-ია, რაც 100 000-ს მოსახლეზე 1,85-ია. მესამე ადგილს 1,82-ით მოლდოვა იკავებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებისგან გარდაცვლილია 11 553 ადამიანი.