
საპატრიარქოს პრეს–მდივანი ონლაინ კაზინოების თაობაზე პრემიერის ინიციატივას მიესალმება
22/11/2021 08:46:51 პოლიტიკა, საზოგადოება
საპატრიარქოს პრეს–მდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაძე ონლაინ კაზინოების თაობაზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება.
"მივესალმები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა ე.წ. გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა იზრდებოდა. მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.