Accentnews.ge
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით"

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით"

22/11/2021 07:37:09 პოლიტიკა, ეკონომიკა

მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება, დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც, ასევე, ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს პირველი 9 თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. [...] სოფლის მეურნეობაში გვაქვს ჩვენ ძალიან სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომელსაც იანვრიდან გავაფართოვებთ ამ მასშტაბებს. ამას გარდა, მე უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის მიმართულებით, წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S