Accentnews.ge
DRI - საჯარო რეესტრმა "ალტ ინფოს" პოლიტიკური პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს

DRI - საჯარო რეესტრმა "ალტ ინფოს" პოლიტიკური პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს

22/11/2021 07:19:04 საზოგადოება

საჯარო რეესტრმა "ალტ ინფოს" პოლიტიკური პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა "კონსერვატიული მოძრაობა" არ უნდა დაარეგისტრიროს.

"დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 2021 წლის 20 ნოემბერს "ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S