Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

22/11/2021 06:48:45 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1851 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5530 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა,
  • აჭარა - 83,
  • იმერეთი - 350,
  • ქვემო ქართლი - 84,
  • შიდა ქართლი - 104,
  • გურია - 48,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი -115,
  • კახეთი - 92,
  • მცხეთა-მთიანეთი - 51,
  • სამცხე-ჯავახეთი - 47,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც: 6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 640, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 677, აჭარაში - 128, იმერეთში - 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 42, იმერეთში - 38. 1 123 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 218 - აჭარაში. 39 458 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S