Accentnews.ge
ავსტრიაში სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

ავსტრიაში სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

22/11/2021 05:31:32 მსოფლიო

დღეიდან ავსტრიაში სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა.

ქვეყანაში მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან ვარჯიშის მიზნით გავა.

დაიხურა რესტორნები, ბარები, სილამაზის სალონები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.

„ლოქდაუნი“ 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. თუმცა ხელისუფლებაში შეზღუდვების გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა, კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S