Accentnews.ge
აშშ-ში დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ხალხში შევარდა

აშშ-ში დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ხალხში შევარდა

22/11/2021 05:23:25 მსოფლიო

აშშ-ში დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ხალხში შევარდა. შემთხვევა ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს მოხდა.

მომხდარის შედეგად გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. რაც შეეხება დაშავებულებს, დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია.

პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.

საშობაო აღლუმი ქალაქის ყოველწლური ღონისძიებაა, რომელიც შარშან პანდემიის გამო გაუქმდა. წელს ის 58-ედ იმართებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S