Accentnews.ge
ამინდის 21-23 ნოემბრის პროგნოზი

ამინდის 21-23 ნოემბრის პროგნოზი

21/11/2021 07:27:05 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისი ცნობით, 22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S